დაპატიმრება

დაპატიმრება
• წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით, ნიშნავს პირის დაჭერის აქტს დანაშაულის ჩადენის მომენტში ან შესაბამისად უფლებამოსილი პირის ნებართვით.
Source: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დოკუმენტები / [საქ. ახალგ. იურისტთა ასოციაცია] - თბ.: [საია], 1999 - წ. 2 - , 2005,
• სისხლის სამართლის პროცესში აღკვეთის ღონისძიება. იგი გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, ხანდაზმულის, ორსული და ჩვილბავშვიანი ქალის მიმართ. პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას არ შეიძლება აღემატებოდეს სამ თვეს. უფლებამოსილი პროკურორის შუამდგომლობით, პატიმრობის ვადა, კანონით დადგენილი წესით, შეიძლება გააგრძელოს მოსამართლემ, მაგრამ არა უმეტეს 9 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
Source: ჩვენი კონსტიტუცია: საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ.: ფონდი Alpe, 2005.,
• პირისათვის თავისუფლების აღკვეთა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი არის მსჯავრდება ჩადენილი დანაშაულისათვის.
Source: კონორ ფოული/ წამების დასამარცხებლად: სახელმძღვ. მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის; [რედ.: გიორგი ჯოხაძე, ლაშა ჭელიძე; საქ. სახალხო დამცველის აპარატი] - თბ., 2006.
• პირის შეპყრობა სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისთვის ან ხელისუფლების განკარგულებით
Source: თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება / [თარგმ.: გიორგი კუკულავა, ზვიად მირგატია, გიორგი ჯოხაძე; რედ.: ირაკლი სესიაშვილი, ავთანდილ სვანიძე] - თბ.: საია, 2003

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Полезное


Смотреть что такое "დაპატიმრება" в других словарях:

  • თავისუფლების უფლებები — • პირველი თაობის უფლებები. მოიცავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს როგორებიცაა აზრის თავისუფლება, ასოციაციათა თავისუფლება, სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, და ა.შ. Source:… …   Georgian encyclopedia

  • რუსო ჟან ჟაკ — • შევიდა აზროვნების ისტორიაში როგორც ორიგინალური მამაცი, მებრძოლი პიროვნება, როგორც თავისი დროის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მწვავე კრიტიკოსი, რომლის იდეებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემდგომ ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე,… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის თავისუფლება და უსაფრთხოება — თავისუფლების უფლებებში განსაკუთრებული არაფერია. ადამიანის თავისუფლების უფლება ინგლისის კანონმდებლობაში ჩადებულ იქნა 1215 წელს „თავისუფლების დიდი ქარტიის“ მეშვეობით, თუმცა ეს ეხებოდა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს (ფეოდალ არისტოკრატებს).… …   Georgian encyclopedia

  • დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი — • მისი არსი მდგომარეობს განსაკუთრებული შეღავათების, უფლებებისა და უპირატესობების ერთობლიობაში, რომელიც ენიჭებათ უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მათ პერსონალს და სხვა პირებს, რომლებიც, დაცვით საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ადგილსამყოფელი… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»